istoriuli soflebi  
  
 
 

oqroyana
სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 720 მ.

istoria

ოქროყანის მიწების მფლობელები იყვნენ გაბაშვილები. გაბაშვილებისგან ოქროყანა მზითევის სახით მიიღო ივანე პოლტორაცკიმ, რომელსაც ცოლად ნადეჟდა გაბაშვილი ჰყავდა. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ ოქროყანაში მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. პოლტორაცკებმა მიწა იჯარით გადასცეს ბელგიურ კომპანიას, რომელმაც ოქროყანის ქვედა თბილისთან დასაკავშირებლად თბილისის ფუნიკულიორი ააშენა. ამ მიწაზე მოგვიანებით მთაწმინდის პარკი გაშენდა. ივანე პოლტორაცკის სიძე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომლის სახელი ეწოდა ოქროყანის სკოლას, რომელიც ასევე გაბაშვილების აგარაკის სახლში გაიხსნა.

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა
2014 2253

მხარე თბილისი
რაიონი მთაწმინდა
კოორდინატები 41°41`09″ ჩ. გ. 44°46`12″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 720 მ
ფართობი  
მოსახლეობა 2253 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 0,5 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი